ორგანიზაცია „მწვანე სექტორი" დაინტერესებულ პირებს, ასაკის და პროფესიის შეუზღუდავად სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ მარიკულტურის სასწავლო კურსში. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან ეკოლოგიის, იქთიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტები;
სასწავლო კურსის მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან საქართველოს საზღვაო აკვატორიაში მარიკულტურის ადგილების შერჩევის, გეომორფოლოგიური შეფასების, ფერმების ტექნოლოგიური აგების, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ჰიდრობიონტების ხელოვნურად მოშენების ყველა ძირითად საკითხს, თეორიული ასპექტებითა და პრაქტიკული მაგალითებით;
გაიცემა საგანმანათლებლო კურსის ქართულ/ინგლისური სერტიფიკატები
დაინტერესებულმა პირებმა, 2018 წლის 30 ივლისამდე, რეზიუმე (CV) გაუგზავნეთ პროექტის მენეჯერს ილია გუჩმანიძეს, ელ-ფოსტაზე: ilia.guchmanidze@gmail.com
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ნომერზე: 555 79 12 00