აღნიშნული საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად.
კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების არსებული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს და ამ მიზნით, 2018-2020 წლებში გათვალისწინებულია მცირე ქვე-გრანტების გაცემა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს.
საგრანტო თანხის ოდენობაა 7 500 ევროს ექვივალენტი ლარებში.
პროექტის ხანგრძლივობაა, მაქსიმუმ, 6 თვე.