ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ეთნიკურ
უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.
კონკურსი ცხადდება პროექტის - „ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება" -
ფარგლებში. ინიციატივა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო
ორგანიზაციების თანამშრომლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე,
რაც მათ დაეხმარება უმცირესობათა თემისთვის აქტუალური საკითხების
მოგვარებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო
ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება ტრენინგ პროგრამებისა და
ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული პროექტების
განხორციელებაში.
წყარო: osgf.ge