en
ge

კონკურსი: აქტიური მოქალაქის სკოლა

თუ შენ გჯერა რომ უკეთესი მომავალი შესაძლებელია, თუ გაწუხებს შენი ქვეყნის და საზოგადოების ბედი, თუ გსურს გაატარო ცხარი ზაფხულის 5 დღე ბუნების წიაღში, გაეცნო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და მიიღო ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკების შასახებ, მაშინ შენ აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა აქტიური მოქალაქის სკოლაში.
პროგრამა განხორციელდება ა/წ 26-30 აგვისტოს, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. პროგრამის მთავარი მიზანია, მომზადდეს მულტიპლიკატორთა ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მობილიზებას და ჩართულობას სამოქალაქო მონიტორინგის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე.
პროგრამა ინიცირებულია ჩართულობის და განვითარების ცენტრის მიერ, კამპანია „მე ვაკვირდების" #Iobserve ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია/CEC of Georgia ფინანსური მხარდამხარდაჭერით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პროგრამის მიერ.
სკოლის პროგრამა ეფუძნება couch-ინგის მეთოდოლოგიურ მიდგომას, რაც გულისხმობს, რომ სკოლის ტრენერები და კოორდინატორი პროგრამის სრული პერიოდის მანძილზე იქნებიან პროგრამის მონაწილეებთან აქტიურ კომუნიკაციაში და დაეხმარებიან მათ იმ კონკრეტული ინიციატივების განხორციელებაში, რომლის პროექტირება დაგეგმილია ტრენინგის პროგრამით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში