2003 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად უჭერს
მხარს საარჩევნო პროცესების განვითარებას საქართველოში. აღნიშნული
მხარდაჭერა, მათ შორის, მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში
ჩართული სხვა მხარეებისთვის დახმარების გაწევას პროფესიული, ტექნიკური და
შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით. პროექტის "სანდო და მდგრადი
საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა" ფარგლებში UNDP მიზნად
ისახავს გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში 2012
წლის საპარლამენტო არჩევნების, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და
მომდევნო საერთო არჩევნების სათანადოდ ორგანიზების, სამართლიანობისა და
სანდოობის ხელშესაწყობად.
დასახელება: განაცხადი პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო
ორგანიზაციებისთვის BRIDGE ფასილიტატორთა ტრენინგში მონაწილეობის
მისაღებად/ ფასილიტატორთა ტრენინგის მონაწილე
ადგილების რაოდენობა: 16
ადგილმდებარეობა: აჭარა, საქართველო
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2013 წლის 22 აპრილი
წყარო:jobs.ge