en
ge

ტრენინგი: Be Active Be Empowered

„კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” და „მასტერფის საქართველო" ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდებს, ერასმუს + ის ახალგაზრდულ ტრენინგ კურსზე: „Be Active Be Empowered" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი ჩატარდება ბაკურიანში, 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით; მონაწილეობას მიიღებს 25 ახალგაზრდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, ავსტრიიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან;
მისი მიზნებია:
თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალგაზრდული (ახალგაზრდები მოწყვლადი ჯგუფებიდან) საქმიანობის შესწავლა;
მონაწილეებისთვის აქტივიზმისა და სამოქალაქო ჩართულობის კონცეფციის სიღრმისეული შესწავლა;
შესაბამისი ახალგაზრდული საქმიანობის, ჩართულობასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული, გზამკვლევის შექმნა (Tool-Box)
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
მონაწილის მინიმალური ასაკი - 18 წელი;
პროექტში მონაწილეობა არის უფასო, ასევე ყველანაირ ხარჯს როგორიცაა მგზავრობა, ექსკურსია, სასტუმრო, კვება და ა.შ. დაფარავს პროექტი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში