თუ ხარ 18-იდან 25 წლამდე და გინდა, მეტი გაიგო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მაშინ ეს საზაფხულო სკოლა შენთვისაა❗
საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ნატოს ისტორია
ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები
ევროკავშირის ისტორია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება, DCFTA
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
მითები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში;
ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი
როგორ გავარჩიოთ სწორი და არასწორი ინფორმაცია?
ადამიანის უფლებები და ევროპული ღირებულებები
ევროკავშირის დახმარების პროგრამები
სავალდებულო მოთხოვნა:
თქვენი მომავალი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები უნდა შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.
ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სკოლა ჩატარდება 23-24 აგვისტოს;
საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში