კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ იურისტებს, ადვოკატებს, მათ შორის იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ მიიღონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება.
გაწევრიანებიდან 1 წლის განმავლობაში, თითოეული კლუბის წევრი საწევრო გადასახადის ფარგლებში:
„ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრში" გაივლის 2 გრძელვადიან კურსს და 5 ერთდღიან ტრენინგს.
ისარგებლებს ცენტრის მიერ გამოცხადებულ ყველა ერთდღიან და გრძელვადიან კურსზე (გარდა კურსები სტაჟირებით) 20 %-იანი ფასდაკლებით.
კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი ინიციატივები და მათი მოწონების შემთხვევაში, ცენტრის გუნდთან ერთად იმუშაონ მათ განხორციელებაზე.
„ჩვენი კლუბის" საწევრო თანხა ერთი წლის მანძილზე შეადგენს 300 ლარს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში