en
ge

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა

"საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები" აცხადებს განაცხადების მიღებას პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია 25-დან 35 წლამდე საჯარო ან არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებისთვის და ითვალისწინებს 5-კვირიან სტაჟირებას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებში. პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ნოემბერი.
გამარჯვებული კანდიდატები ამერიკაში გაემგზავრებიან 6 კვირით, 2019 წლის აპრილი-მაისში.
წყარო: აშშ–ს საელჩო საქართველოში