სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო (www.e-learning.ge) პროგრამებზე:
შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
ვის შეუძლია მონაწილეობა?
რას მოიცავს ონლაინ სწავლება?
სასწავლო პროგრამები დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ პროგრამა და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.
ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და დღეის მონაცემები დარეგისტრირდა 3000–მდე მსმენელი, ხოლო ჯამში გაიცა 1200–მდე სერთიფიკატი. მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 98% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.
სწავლება უფასოა და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
პროგრამების აღწერა:
შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
გაეცნობით პროექტის მართვის მნიშვნელოვან კომპონენტს, შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვას, თანამედროვე ტენდენციებს. გაიგებთ რას ნიშნავს შეფასებითი აზროვნება და როგორ უნდა განახორციელოთ სისტემური მართვა.
კურსს უძღვებიან: თეიმურაზ ჯალიაშვილი, ნინო მღვდელაძე
საზოგადოებრივი მონაწილეობა
გაეცნობით საზოგადოებრივი მონაწილეობის არსს, მნიშვნელობას და ძირითად პრინციპებს. კარგი მმართველობის 4 ძირითად კონცეფციას: ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, მონაწილეობასა და ინკლუზიას.გაეცნობით მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ მექანიზმებს ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე და სხვა.
კურსს უძღვებიან: ეკატერინე დანელია, ნინო მღვდელაძე
საჯარო პოლიტიკის ანალიზი
გაეცნობით თუ როგორ ხორციელდება საჯარო პოლიტიკის ანალიზი, შეიძინეთ ანალიტიკური უნარ–ჩვევები. განიხილეთ პოლიტიკის ანალიზის მეთოდები, შეფასება...
კურსს უძღვება: ქეთევან მელიქაძე
ადვოკატირება და ლობირება
გაეცანით ადვოკატრებისა და ლობირების პროცესს, პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით შეიძინეთ საბაზისო ცოდნა, რომელიც აუცილებელია ადვოკატირებისა და ლობირების კამპანიისთვის...
კურსს უძღვება: ვაჟა სალამაძე
მუნიციპალური საჯარო ფინანსები
გაეცნობით ეკონომიკის და საჯარო ხელისუფლების ურთიერთმიმართების ზოგად პრინციპებს, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებული უფლებამოსილებებს, საბიუჯეტო სისტემასა და მის პრინციპებს; მუნიციპალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესის, მისი ეტაპების და ჩართული მხარეების ფუნქციებს.
კურსს უძღვება: თენგიზ შერგელაშვილი
რეგისტრაცია და ვადები
გამოიყენე შესაძლებლობა: ყოველდღიური საქმიანობის: სამუშაოს, ლექციების პარალელურად გაიღრმავე ცოდნა და უნარები...
სწავლების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, შემდეგ ბმულზე
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი