,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით, ქ. თელავში, 6-7 ოქტომბერს გაიმართება გასვლითი ტრენინგი.
ტრენინგის თემა - "სარჩელის შედგენის მეთოდიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში".
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სარჩელის შედგენის წესს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. ასევე შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებას და შეძლებენ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
წყარო: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი