en
ge

კონკურსი სამეცნიერო სტატიების მიღებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.12.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/events/917208478467082/
„ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი" ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებთან" ერთად აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტატიების მიღებაზე სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" მეათე ნომერში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის გამოცემა დაიწყო 2014 წლის პირველი ნახევრიდან და ის წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას. ჟურნალს აქვს მინიჭებული პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525 .
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
სამეცნიერო ჟურნალის მეათე ნომრის გამოცემა მოხდება 2019 წლის იანვრის თვეში. სტატიების
მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 05 დეკემბერი 18:00 საათი.
წყარო: ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი