en
ge

კონკურსი: მრავალფეროვნების სახეები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს უფროსკლასელებს (10-12-ე კლასი) და სტუდენტებს (ბაკალავრი) თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მულტიმედია კონკურსში „მრავალფეროვნების სახეების" მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის პირობები ასევე შეგიძლიათ იხილოთ...
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარ თემის/ქალაქის/რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს:
კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების დადებითი კუთხით ასახვა და გააზრება;
რელიგიური/ეთნიკური/უმცირესობებისა და უცხოელების/მიგრანტების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, ჩაგვრა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება, სტერეოტიპები).
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (ტაბლეტური კომპიუტერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ისა და „მრავალფეროვნების სახეების" Facebook გვერდზე...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში