27 სექტემბერს, 16:00 საათზე თბილისში ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში ასოციაცია „ჰერა XXI"-ის თანასწორ-განმანათლებლები კამპანიის - „რეპროდუქციული კვირეული" ფარგლებში ჩაატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიას.
სესიაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი პრევენციის გზები;
- ახალგაზრდებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა;
მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბროშურები ამ თემებზე. ასევე, ყველაზე აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები „ჰერა XXI"-სგან.
გარდა ამისა, ორგანიზაციის თანასწორ-განმანათლებლები ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებს გაუზიარებენ თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
წყარო: ორგანიზაცის ვებგვერდი სოციალურ ქსელში