ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს უფროსკლასელებს (10-12-ე კლასი) და სტუდენტებს (ბაკალავრი) თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მულტიმედია კონკურსში "მრავალფეროვნების სახეები” მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარ თემის/ქალაქის/რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე.
წყარო: tdi.ge