en
ge

სემინარი მეწარმე ქალებისთვის - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: EBRD
  • დაწყების თარიღი: 25.09.2018
  • ბოლო ვადა: 12.10.2018
  • ბმული: http://jobs.ge/190859/
ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა 4-დღიანი კურსია, რომელიც თბილისში, 2018 წლის 25-26 ოქტომბერს და 15-16 ნოემბერს ჩატარდება და ციფრული მარკეტინგის მეშვეობით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას და მომხმარებელთან ინტერნეტ სივრცეში კავშირის დამყარებას გასწავლით. ეს სემინარი 2015 წელს დაწყებული პროგრამის - ქალები ბიზნესში - ნაწილია და პროგრამის სხვა კომპონენტებით სარგებლობის საშუალებასაც იძლევა (დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: www.ebrdwomeninbusiness.com).
კურსის მეშვეობით სიღრმისეულად შეისწავლით მარკეტინგის პრაქტიკულ ხერხებს და ამ ცოდნას ვებ-გვერდზე, სოციალურ მედიასა თუ სხვა პლატფორმაზე თქვენი სფეროს ციფრული მარკეტინგის აქტივობებისთვის გამოიყენებთ. თუ მართავთ ბიზნესს და გსურთ თქვენი კომპანია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა! კურსი დაგეხმარებათ წარმატებით წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტები და სერვისები ინტერნეტ სივრცეში.
წყარო: jobs.ge