ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi წელს მეორედ გაიმართება. ფესტივალის მიზანია სხვადასხვა სფეროში მონაცემების აქტიურად გამოყენება წაახალისოს და ამ საკითხზე მომუშავე ადამიანების პროფესიული ქსელი შექმნას.
წელს, ევროკავშირის დახმარებით, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოდან (თბილისის გარდა), სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან უფასოდ შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას.
ამისთვის საჭიროა, შეავსოთ მოცემული ბმული 30 სექტემბრამდე და დაელოდოთ დადებით პასუხს:
http://bit.ly/ApplyForDataFest
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
https://datafest.ge/
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თეონა თომაშვილს: teona@forset.ge
წყარო: ForSet