en
ge

აუდიო-ვიზუალური თხრობის პრაქტიკული კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 27.09.2018
  • ბოლო ვადა: 01.11.2018
  • ბმული: http://jobs.ge/191225/
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს აქტივისტებს, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ტრენინგი - "აუდიო ვიზუალური თხრობის პრაქტიკული კურსი".
ტრენინგ პროგრამის მიზანია მონაწილეების უნარების განვითარება აუდიო ვიზუალური თხრობის ტექნიკების საშუალებით.
კურსის შედეგად პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან იდეებისა და პროექტების პრეზენტაციას აუდიო ვიზუალური საშუალებებით. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი მეტწილად დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს, შესაბამისად, ტრენინგის მსვლელობისას მოხდება იდეების განხილვა, გაანალიზება, ვიდეო გადაღების სხვადასხვა პრაქტიკული მეთოდების გამოყენება და ვიდეომონტაჟის საბაზისო დონეზე შესწავლა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ სწავლების პროცესში თავად დაამზადონ ვიდეო რგოლები.
მონაწილეებს აუცილებელია ჰქონდეთ საკუთარი ლეპტოპები, რათა შეძლონ პრაქტიკული საშინაო სავარჯიშოების მომზადება. რაც შეეხება საოპერატორო და გახმოვანების ხელოვნების შესწავლას, ეს მოხდება უშუალოდ ტრენინგის მსვლელობისას CTC-ს აუდიტორიაში. სათანადო პრაქტიკული პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გამოიყენონ ტრენინგის ვიდეო აპარატურა ვიდეო რგოლებისათვის, ოპერატორის ხელმძღვანელობით.
კურსს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც აქვთ, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. კურსის თეორიულ ნაწილს გაუძღვება კინოდოკუმენტალისტი არჩილ ხეთაგური, ხოლო ოპერატორი ვანო თვაური ტრენინგების პრაქტიკულ მხარეს უხელმძღვანელებს.
წყარო:jobs.ge