en
ge

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 28.09.2018
  • ბოლო ვადა: 08.10.2018
  • ბმული: http://jobs.ge/191295/
Georgian Civil Society Sustainability Initiative - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა
ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. ტრენინგების ციკლის დასრულების შემდგომ, 2019 წლის იანვრიდან გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი ქართული რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისათვის.
ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბრის განმავლობაში, თბილისში, სასტუმრო "ლაერტონში". მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმრო და კვება. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
წყარო:jobs.ge