en
ge

ტრენინგი - სახელშეკრულებო სამართალი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: იურისტთა უმაღლესი სკოლა
  • დაწყების თარიღი: 27.09.2018
  • ბოლო ვადა: 27.10.2018
  • ბმული: http://jobs.ge/191282/
"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" აცხადებს 1 დღიან ტრენინგს თემაზე სახელშეკრულებო სამართალი.
თემატიკა:
** ხელშეკრულების ცნება;
** ხელშეკრულების სუბიექტები - პირთა სიმრავლე ურთიერთობებში, უფლება-უნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხები, წარმომადგენლობის ინსტიტუტი;
** სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი და მისი მოქმედების შეზღუდვის საფუძვლები;
** კონტრაჰირების იძულება;
** ხელშეკრულების ფორმის დადგენის მიზანი, კანონით ან ხელშეკრულების გათვალისწინებული დადგენილი ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგები;
** ხელშეკრულების სტრუქტურა, მისი შედგენის წესი;
** ხელშეკრულების სახეები;
** ხელშეკრულების დადება - მოლაპარაკებების ეტაპი, წინარე ხელშეკრულება, ხელშეკრულების არსებითი პირობები, ოფერტი, აქცეპტი;
** ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
** ხელშეკრულების პირობების განმარტება;
** მესამე პირების სასარგებლოდ დადებული ხელშკრულება;
** ქუჩაში დადებული ხელშეკრულება;
** ვალდებულების შესრულება; ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, ხარისხი, სუბიექტები;
** ვალდებულების დარღვევა;
** ვალდებულების შესრულების ან დარღვევის მტკიცების შესაძლებლობები;
** ხელშეკრულების შეწყვეტა;
** ხელშეკრულების მოშლა, გასვლა;
** ხელშეკრულების მოშლისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები;
** მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები;
** ზიანის ანაზღაურების საკითხები;
** კონკრეტული ხელშეკრულებები.
ტრენინგის შინაარსი მორგებული იქნება სამიზნე აუდიტორიის ინტერესს. აუდიტორიის ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესში მოხდება რეალური საქმეებისა და სასამართლოს პრაქტიკის განხილვა თითოეულ დასმულ საკითხთან მიმართებით.
წყარო:jobs.ge