ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლე მშვენიერია" აცხადებს სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშემწყობ საგრანტო კონკურსს შემდეგი აქტივობებისთვის:
- სალექციო კურსი მედიის წარმომადგენლებისთვის
- გადაცემათა ციკლი (ინტერნეტ სივრცე, კულტურა)
- თოქშოუ კულტურის პრობლემატიკის მიმართულებით (ინტერნეტ სივრცე)
- აქცია/პერფორმანსი (რეალური სივრცე, კულტურა)
- ვებ-პროექტი (ინტერნეტ სივრცე)
- ინტერნეტ ჟურნალი (კულტურა).
გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ათას ლარს.
პროექტის ხანგრძლივობა: 11 თვე.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:2013 წლის 23 აპრილი, 18:00 საათი.
წყარო: media.ge