განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი საქართველოს ათი რეგიონიდან იწვევს ტრენინგზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალბატონებს და შშმ პირებთან გათანაბრებულ პირებს (შშმპ-თა დედები, ოჯახის წევრები).
ტრენინგის მიზანია ქალთა ჯგუფების გააქტიურება და მათ მიერ შშმ პირებთან დაკავშირებული სერვისების ინიცირების პროცესის წახალისება.
მონაწილეებისთვის წარდგენილი იქნება შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სახელმწიფო სერვისები, ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებები, მათ განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, სამოქმედო გეგმები, ახალი სერვისების განვითარების შესაძლებლობები, შშმ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატებული მაგალითები და სხვა.
შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ოქტომბერი
ერთდღიან ტრენინგზე მონაწილეობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს სრულად დაფარავს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი