en
ge

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა

event
  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.10.2018
  • ბმული: https://emc.org.ge/ka/vacancies/kritikuli-politikis-platforma
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ორგანიზებულ აკადემიურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობითა და ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული ცოდნის გაზიარების, კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.
პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ. პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე.
მონაწილეთა შერჩევა:
აქტივიზმის პლატფორმაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა და მოამზადონ მცირე ესსე (მაქსიმუმ 900 სიტყვა) რომელიც დაეფუძნება მონაწილის ხედვას შემდეგ თემაზე - სამოქალაქო აქტივიზმის არსებული გამოცდილებების (ინსტიტუციონალიზებული და არაფორმალური აქტივიზმების) კრიტიკა.
პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამასრულებელ კურსზე მყოფ) 21 წლიდან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მკვლევარებს. პლატფორმის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი, შემდეგ მისამართზე: jobs@emc.org.ge
წყარო: emc.org.ge