"საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" აცხადებს
მსმენელთა შერჩევას სემინარში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)
ფინანსური მხარდაჭერით. სემინარი მიეძღვნება ადამიანის ძირითად
უფლებებსა და თავისუფლებებს, ევროპული კონვენციისა და ქართული
კანონმდებლობის ანალიზს და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების
განხილვას.
სემინარის ხანგრძლივობა შეადგენს სამ დღეს და ის ჩატარდება თბილისში, 7-9
მაისს. სემინარს გაუძღვებიან ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი
ექსპერტები.
სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ადვოკატებს.
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: m.mitaishvili@glip.ge ან s.verdzeuli@glip.ge არაუგვიანეს 2013 წლის 23 აპრილისა.
წყარო: jobs.ge