შავი ზღვის ქვეყნების კვლევების საერთაშორისო ცენტრი 4-6 ივლისს გამართავს შავი ზღვის ქვეყნების VI საერთაშორისო სიმპოზიუმს თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში: ინოვაციური სოციალური ცვლილებების საშუალებები". სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, ინსტიტუციებს, მკვლევარებს, მეწარმეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან, რომლებსაც საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ თავისი ხედვა და ამით, ხელი შეუწყონ დიალოგს შავი ზღვის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სოციალური ცვლილებებს.