en
ge

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში 2018: იწყება კანდიდატურების მიღება

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში შეიქმნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოვებლად.
საფრანგეთის საელჩო იუწყება, რომ მესამედ აცხადებს კონკურსს აღნიშნულ პრემიაზე, რომლის გადაცემაც მოხდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის, 2018 წლის 10 დეკემბრის კვირაში.
ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიწვევთ, წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ქმედება, მიმდინარე ან დასრულებული, რომელიც დაკავშირებული იქნება 2018 წელს შერჩეულ თემასთან: „ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონებში".
განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე და გამოიგზავნოს 2018 წლის 20 ნოემბრამდე (17სთ).
დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე...
წყარო: საელჩოს ვებგვერდი სოციალურ ქსელში