ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2019 წლის მსხვილი გრანტების პროგრამაში საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას.
წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე TbilisiCultural@state.gov
დაფინანსების არეალი: AFCP-ის მსხვილი გრანტების პროგრამა მხარს უჭერს მთავარი, უძველესი არქეოლოგიური ძეგლების, ისტორიულ შენობებისა და მონუმენტების, და მთავარი სამუზეუმო კოლექციების, რომლებიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის და დაცულია მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით, დაცვა/შენარჩუნების ღონისძიებებს.
დაფინანსების პრიორიტეტები: AFCP-ის მსხვილი გრანტების პროგრამისათვის პრიორიტეტულია ის საპროექტო აქტივობები, რომლებიც არის მართებული და სრულად შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. მართებული დაცვითი ღონისძიება გულისხმობს აქტივობას, რომელიც იცავს ძეგლის ფასეულობებს, როგორადაც აღიქმება ის დაინტერესებული მხარის მიერ. დაინტერესებულ მხარეში იგულისხმება კულტურის სფეროს ეროვნული, რეგიონული ან ადგილობრივი ხელმძღვანელები/წარმომადგენლები, ადგილობრივი თემი, და სხვა პირები, რომელთაც აქვთ დაინტერესება ძეგლის და პროექტის შედეგების მიმართ. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეიძლება იყოს:
• პრევენციული კონსერვაცია (იმ გარემოებებზე ზემოქმედება, რომელიც აზიანებს ან საფრთხეს უქმნის ძეგლს)
• სტაბილიზაცია (ფიზიკური ზიანის შემცირება /ჩამონგრევა, კოლაფსი ა.შ./)
• კონსერვაცია (ძეგლის დაზიანების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებანი)
• კონსოლიდაცია (ძეგლის ნაწილების დაკავშირება)
• ანასტილოზი (ძეგლის პირვანდელი გაცალკევებული ნაწილების ხელახლა შეერთება)
• რესტავრაცია (აღარარსებული ფრაგმენტების ჩანაცვლება ახლით, ძეგლის თავდაპირველი სახით აღდგენისათვის, უმეტესწილად გამოყენებადი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების, აგრეთვე ისტორიულ შენობების აღდგენისას).
წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში