1 ოქტომბერს გორსა და კასპში საქართველოს პარლამენტის შუალედური, ხოლო გურჯაანში მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 103 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების) გამოყენებით ჩატარდება.