თბილისი. მწვანე ალტერნატივა საჯარო პოლიტიკის ნარკვევს „საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან დაახლოების გამოწვევები" აქვეყნებს. „ამ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული ახალი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ახალ, მოქმედისგან განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს. ანალიზიდან ჩანს, რომ კანონპროექტში მოცემული გზშ სისტემა, დიდწილად, შეესაბამება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს, თუმცა, მას აქვს ნაკლოვანებებიც, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, შეიძლება აღმოიფხვრას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: greenalt.org