თბილისი. USAID-საქართველო 2016-2017 წლებში, მედიის განვითარების პროგრამის - „მედია - მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის" (M-TAG) ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფოგრაფიკას აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, პროგრამის ფარგლებში, დღეს საქართველოს 15 მედიასაშუალება ამზადებს ექვსენოვან მასალებსა და გადაცემებს - ქართულ, აბხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე; პროგრამა მართავს მულტიმედიური განათლების ცენტრს (MEC), როგორც ჟურნალისტების განათლების ტექნიკური მხარდაჭერის ლაბორატორიას, რომლის ბაზაზეც სწავლება 600-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.
პროგრამის მხარდაჭერით, IREX-მა 9 ინტერნეტმედიასაშუალებისთვის გააუმჯობესა კონტენტის მენეჯმენტის (CMS) შესაძლებლობები; ასევე, განავითარა მობილური აპლიკაციები, სადაც პარტნიორი რადიოები და ტელევიზიები აქვეყნებენ ტექსტურ, ფოტო და ვიდეომასალებს.
პროგრამის დახმარებით, ნინოწმინდის საერთო რადიო პოპულარობის ახალ საფეხურზე გადავიდა და პირველი კომერციული სარეკლამო ხელშეკრულებები გააფორმა; ორწლიანი მუშაობის შედეგად კი, იქამდე ნაკლებადცნობილი პორტალი „ქუთაისი პოსტი" ახლა კვარტალში 170 000 ვიზიტორს ითვლის.
IREX-ის მედიაპარტნიორებმა გასულ წელს ჟურნალისტიკის 6 პრიზი მოიპოვეს; IREX-მა მეთვალყურეობა გაუწია 3 სპეციალური ტრენინგ-კურსის მონაწილეების 500-ზე მეტ ნამუშევარს.
ორგანიზაციის განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის, ფინანსების მართთვის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებით გაწეული კონსულტაციებით, M-TAG დაეხმარა მედიაპარტნიორებს, განევითარებინათ თავიანთი საქმე;. პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა, ასევე, ტრენინგები სარედაქციო მართვის, მულტიმედია და ონლაინ პროდუქტების, საგამომცემლო საქმის, მონაცემებისა და ინფოგრაფიკის მიმართულებებით.
გასულ წელს IREX-მა გააუმჯობესა 45-ზე მეტი მედიაწარმომადგენლის უნარები და კომპეტენცია განათლების, ევროინტეგრაციისა და სამრეწველო ნარჩენების ინტეგრირების თვალსაზრისით.
პროგრამა „მედია - მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის" (M-TAG), რომლსაც USAID $5.5 მილიონით აფინანსებს, 2014-2019 წლებს მოიცავს. £332,443-ით პროგრამის თანადამფუძნებელია საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.
სრულად
წყარო: USAID-საქართველოს ოფიციალური ფეისბუქგვერდი