ბათუმი. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა საჯარო ლექცია–დისკუსია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კანონმდებლობა – არსებული პრობლემები გამოწვევები.
თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება", რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.
თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონკურსი გამოაცხადა შემდეგ ხუთ ნომინაციაში: სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია) სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში ჟურნალისტური გამოძიება ბავშვთა საკითხები.
თბილისი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% ინფორმაციას უცხოური მაუწყებლებისგან იღებს.
თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" წარმოადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მაუწყებელზე არსებულ სამუშაო გარემოს მიმოიხილავს.
თბილისი. ამ წუთებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის" (MCERC) ორგანიზებით და „დოიჩე ველე აკადემიის" (DW Akademie) დაფინანსებით, კავკასიის მედიის სკოლაში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
კახეთი. „სიდა" ახორციელებს პროექტს „მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით” ქვემო ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საჯარო დისკუსია გამართა იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკულ და სამართლებრივ ხარვეზებზე.
თბილისი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო.
თბილისი. 6 ოქტომბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები.