თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის გთავაზობთ უფასო, დისტანციური კონსულტაცია გაიაროთ ფსიქოლოგთან.
დაჯავშნეთ კონსულტაცია, თუკი
ბავშვს აქვს სწავლის და აკადემიური საგნების ათვისების სირთულეები,
ბავშვი ავლენს ასაკის შეუსაბამო ქცევებს,
ბავშვი გამოირჩევა გადაჭარბებული ემოციურობით, შფოთვით ან დაქვეითებული გუნება-განწყობით.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო, კონსულტაცია გაიმართება ორშაბათს, 26 ივნისს, 15:00, 16:00, 17:00 საათებზე.
ფსიქოლოგთან კონსულტაციის დასაჯავშნად მიყევით ბმულს...
კონსულტაცია დაფინანსებულია MAC Georgia-ს მიერ, „მაკ ჯორჯია“ მუდმივად ზრუნავს შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მათზე მორგებული სანდო, მაღალკვალიფიციური და ეფექტიანი სერვისების უზრუნველყოფით.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში