en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საინფორმაციო სესიას დაესწრო

თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" CIS ,,London and Partners" და BPP უნივერსიტეტის მიერ იურიდიული მომსახურების (MBA) შესახებ გამართულ საინფორმაციო სესიას დაესწრო.
„სემინარის მთავარი თემა იყო BPP უნივერსიტეტის იურიდიული მომსახურების (MBA) პროგრამა, რომელიც იურისტებს ეხმარება კომერციული გამჭრიახობისა და სამართლებრივი კარიერის განვითარებასა და გაძლიერებაში. სესიაზე ასევე განიხილეს QLTS-ის (კვალიფიცირებული იურისტების გადასვლის სქემა) პროგრამა, რომელიც არის სატესტო პროგრამა იმ უცხოელი ადვოკატის საერთაშორისო ლიცენზიის მქონე იურისტებისთვის, რომლებსაც სურთ ინგლისსა და უელსში პრაქტიკოსი იურისტის ლიცენზიის მოპოვება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)