ისევე როგორც ყველას, ალბათ შენც გინდა რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიაროს.
ისევე როგორც ყველას, ალბათ შენც გინდა რომ არჩევნების პროცედურაზე სრულად იყო ინფორმირებული და დაცული იყოს შენი ხმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანიც ზუსტად ეს არის - ისინი ამ საკითხებზე მუშაობას არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ და საზოგადოებას სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიან.
1. პირველი ეტაპი მოსამზადებელი, წინასაარჩევნო პერიოდია: არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო განათლების საშუალებით, საარჩევნო პროცედურებს გვაცნობენ:
როგორია საარჩევნო უფლებები და პროცედურები
რა უნდა იცოდნენ ამომრჩევლებმა
როგორი უნდა იყოს ამ პროცესში მედიის ჩართულობა
როგორ უნდა იმუშაონ დამკვირვებლებმა და სხვა.
2. შემდეგი ეტაპი უშუალოდ არჩევნების დღეა - არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის ყველა უბანზე აკვირდებიან პროცესს:
საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტიანობასა და მიუკერძოებლობას
საარჩევნო გარემოს
სამოქალაქო და პოლიტიკურ სექტორს
რამდენად თავისუფლად მიმდინარეობს პროცესი, ფიქსირდება თუ არა ზეწოლა და სხვა.
3. ბოლო ეტაპი კი პოსტსაარჩევნო პერიოდია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იწყებენ საჩივრების განხილვის პროცესზე დაკვირვებას, შეფასებას და ანგარიშგებას. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზრუნავენ მათ აღმოფხვრაზე და რეაგირების მიზნით, წარადგენენ საარჩევნო დავებს შესაბამის უწყებებში.
და რაც ყველაზე მთავარია - არასამთავრობო ორგანიზაციები ზემოთჩამოთვლილ შედეგებს ღიად და საჯაროდ აწვდიან მოსახლეობას.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, მიდი არჩევნებზე და დააფიქსირე საკუთარი