en
ge

გერმანელი სპეციალისტების ვიზიტი საქართველოში

თბილისი. თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში 20-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით იმართება ორიენტაციისა და მობილობის ტრენერების სწავლების მეოთხე ეტაპი. 202-ე საჯარო სკოლა წარმოადგენს უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლა-პანსიონს.
პროექტის ინიციატორია პროფესორი მათიას ვესტრომი და მიმდინარე ეტაპი დაფინანსებულია გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრ „ბლისტას" მიერ.
24 ოქტომბერს, გაიმართება პროექტის დახურვა, რომელსაც დაესწრებიან წარმომადგენლები 202-ე საჯარო სკოლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. კურსის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)