კახეთი. თელავში, 23 ოქტომბერს, ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში (EaPTC), აზერბაიჯანიდან დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციაში შედიოდნენ აზერაბაიჯანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის" მუშაობას ადგილზე გაეცნო.
მედია ცენტრის დირექტორის, მაია მამულაშვილის განცხადებით, სამომავლო თანამშრომლობის დამყარების მიზნით შეხვედრა გაცნობითი ხასითის იყო.
„მომავალში, აზერბაიჯანის მხარესა და საქართველოს შორის, კახეთისა და შეკი ზაქათალას რეგიონებში იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება რასაც წინ აღნიშნული ვიზიტი უსწრებდა".
ევროკავშირის საზღვრისპირა რეგიონების პარტნიორობის პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის, ასევე, საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ თელავის მერიის და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებსაც და ქალაქის ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს.