კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციაი „თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანულმა ასოციაციამ", თელავში ფოტო-ვიდეო გამოფენა გამართა. ღონისძიება მოიცავდა ძველი და ახალი თელავის, თელავის წმ. გიორგის გორიჯვრის სახელობის ეკლესიის ფოტო მატიანეს პრეზენტაციებს. შეხვედრ ჩატარდა პროექტის, ,,მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და ახალგაზრდული ჩართულობა" ფარგლებში.
„გვინდოდა, რომ თელავის საჯარო სკოლების ბავშვებს წარმოეჩინათ ქალაქის ისტორიული დატვირთვა. შეხვედრა და პრეზენტაციები იმდენად ინფორმაციული და საინტერესო გამოვიდა, ვფიქრობ, პროექტი შედგა. ახალგაზრდებმა აღნიშნულ თემებზე ჩაატარეს გამოკითხვები, გაითვალისწინეს და შეაჯერეს ყველას აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", - აცხადებს თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანულმა ასოციაციის ხელმღძვანელი პაატა აბრამიშვილი.
გარდა თელავის თემატიკისა, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ვიზუალური პრეზენტაცია საკითხზე - ომამდე და ომის დროს აფხაზეთი. პრეზენტაციაზე მუშაობისას ჩართულები იყვნენ დევნილი მოსწავლეები, რომლებიც თელავში ცხოვრობენ.