en
ge

თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნაზე არასამთავრობოებმა მუშაობა დაიწყეს

თბილისი. 28 ოქტომბერს სამართლიანი არჩევნების და „სიდას" წარმომადგენლებმა პროექტის – „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის" შესახებ პრესკონფერენცია გამართეს.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის" შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.
პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
წყარო: „სიდას" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)