კახეთი. „მეგობრობის ხიდი ქართლოსის" პროექტი - „დებატების სკოლა 2014" დასრულდა. აფენის საჯარო სკოლაში გამართული დებატების თემა იყო სკოლაში დახურული სპორტული დარბაზის და სპორტული ინვენტარის არარსებობა. ღონისძიებას სკოლის პედაგოგები, მუნიციპალიტეტის გამგეობის და რესურსცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და თანაკლასელები ესწრებოდნენ. დებატების დასასრულს კი გადაწყდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი განათლების სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს, რათა სოფელ აფენის პირველ საჯარო სკოლაში დახურული სპორტული დარბაზი აშენდეს.
,,დებატების სკოლის" პროექტი საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება, მიმდინარე წელს მასში საქართველოს 4 რეგიონის 16 სკოლაა ჩართული.
პროექტის მიზანია სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის, კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და საქართველოსთვის დებატების პოლონური მოდელის გაზიარება.