სამცხე–ჯავახეთი. 29 ოქტომბერს, ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, გაიმართა დებატები თემაზე: „ჰიდროელექტრო სადგურების აშენება დასაშვებია".
დებატები კარლ პოპერის პრინციპით წარიმართა და მასში 3 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ახალგაზრდებმა სადისკუსიო საკითხზე არგუმენტები წარმოადგინეს როგორც მტკიცებითი, ისე უარყოფითი პოზიციის დაცვით.
გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომელიც ერთმანეთ 31 ოქტომბერს, ფინალში დაუპირისპირდება. ფინალში სადებატო თემა იქნება: „ოჯახურ ძალადობაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია".
პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, რომლის პარტნიორი ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირია".