თბილისი. დიდუბის საგამოფენო სივრცეში მიმდინარეობს შშმ პირებისა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საერთო კრება. შეხვედრას 150-მდე დელეგატი ესწრება, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. კრება ტარდება კოალიციის ტექნიკური მხარდაჭერით, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობების ადვოკატირება" ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ საერთო კრების მეორე დღეს "ჰოლიდეი ინი" ხვალ უმასპინძლებს.
„საერთო კრებაზე მონაწილეები ჩამოყალიბდებიან გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგზე პასუხიმსგებელი უწყებების შესახებ საერთო ხედვაზე, ასევე, განისაზღვრება ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე საკონსულტაციო საბჭოების მუშაობის პრინციპები", ნათქვამია კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" – ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში