en
ge

„აკონტროლე შენი მთავრობა“

სამცხე–ჯავახეთი. 28 ოქტომბერს, ახალციხეში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიმდინარე პროექტის „მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება" ფარგლებში ჩატარდა დისკუსია – „აკონტროლე შენი მთავრობა"
დისკუსია მიზნად ისახავდა რეგიონის ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ბლოგერებისთვის ინფორმაციის გაზიარებას ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოების ტექნიკისა და ადვოკატირების პროექტების მართვის შესახებ.
დისკუსია 2 საათს გაგრძელდა. პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, ხოლო მეორე ნაწილში დისკუსიის მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად დაესვათ კითხვები და განeხილათ მათ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პრობლემები თუ საკითხები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)