en
ge

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან

თბილისი. 27-30 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სამ დღიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის წარმომადგენლობის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და საოჯახო საკითხთა დეპარტამენტის წევრები.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის მეთოდოლოგიას. საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით, სტუმრებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულება მოინახულეს. ისაუბრეს საპატიმრო დაწესებულებებში მცირეწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ჯანდაცვის უფლების განხორციელებაზე; ბავშვისა და მშობლის კომუნიკაციის ინტენსივობასა და საშუალებებზე; გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების საკითხს.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)