იმერეთი. 30 ოქტომბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას 13-25 წლის მოზარდები და ახალგაზრდები, ასევე პედაგოგები, მშობლები და თემში მაცხოვრბლები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას განმანათლებლებმა მონაწილეებს ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით მიაწოდეს ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თანატოლგანმანათლებლებმა გაავრცელეს ბუკლეტები თამბქოს, ალკოჰოლიზმის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, აივ ინფექცია/შიდსის, ნარკომანიის, ჯანსაღი კვების, ტუბერკულოზის, ჰეპატიტების საკითხებზე.
სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის - „შიდსის, ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავალი თაობა" - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში