en
ge

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციები

შიდა ქართლი. ცენტრი „აფხაზეთი" აგრძელებს მუშაობას გორის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლაში, სადაც შექმნილი აქვს სხვადასხვა მიმართულების სასკოლო კლუბები.
28 ოქტომბერს შედგა ორი მიმართულების - ფიზიკისა და მათემატიკის კლუბების წევრთა კონფერენცია. მათემატიკის კონფერენციაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები და გააკეთეს პრეზენტაციები თემაზე - „რიცხვთა სამყარო". ფიზიკის კონფერენციის მონაწილეებისთვის კი, საკონფერენციო თემა იყო „კოსმოსი და ფიზიკა".
საინტერესოდ წარიმართა კონფერენცია 29 ოქტომბერს ბუნების დაცვის კლუბების მოსწავლეთათვის. კონფერენციას წინ უძღოდა საველე გასვლა ატენის ხეობის ტყის მასივში, სადაც მოსწავლეები გაეცვნენ ტყის მდგომარეობას და მის ბიო მრავალფეროვნებას. საკუთარი თვალით ნანახი და კონსულტანტის მიერ ადგილზე მიწოდებული ინფორმაცია კი გამოიყენეს საკონფერენციო თემების დამუშავებაში.
ორივე კონფერენციის აქტიურ მონაწილე მოსწავლეებს და კლუბების ხელმძღვანელ პედაგოგებს ცენტრმა „აფხაზეთმა" გადასცა სამახსოვრო საჩუქრები წიგნების სახით.
ღონისძიებები განხორციელდა პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" (დაფინანსებული USAID- მიერ და ხორციელდება UNICEF- თან თანამშრომლობით) ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)