en
ge

ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები

აჭარა. 5 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ" საჯარო შეხვედრა გამართა – „ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები".
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობასა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. ასევე, ისაუბრეს აჭარაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „მწვანე ალტერნატივა" ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს. შუახევი ჰესის მშენებლობისას, ორგანიზაციის აზრით ბანკმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ გაითვალისწინა. მათი აზრით, ინგლისური ვერსია ქართულისგან განსხვავებულია. „მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის ვარაუდით, დასკვნაში ბანკისგან დაფინანსების მიღების მიზნით, უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციიდან მხოლოდ რამდენიმე წინადადება მოხვდა, ქართულ ვერსიაში კი საერთოდ არ ჩაიწერა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა აჭარაში მიმდინარე პროცესებზე თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023