en
ge

სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა ქუთაისში

იმერეთი. 9 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ და ორგანიზაციის იურისტმა სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის მოსწავლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას საიას, ორგანიზაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის და საია-ს ქუთაისის ფილიალის მისიას, მიზნებსა და საქმიანობას. აგრეთვე მიაწოდეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის და სკოლაში შესასწავლი საკითხების შესახებ.
საკვირაო სკოლაში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სწავლობენ.
მოსწავლეებს იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)