en
ge

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის შეხვედრა

თბილისი. 9 ნოემბერს, გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრას 14 რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. შეხვედრაზე „მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ" თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულების საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებელი საორგანიზაციო სამუშაოები დაიგეგმა. შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც რეგიონული ქსელის წევრები 100-მდე სოფელსა და მუნიციპალიტეტში გამართავენ შეხვედრას უახლესი ორი კვირის განმავლობაში, როგორც მოსახლეობასთან, ასევე თვითმმართველობის წევრებთან.
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის - „ადგილობრივი თვითმმართველობის რეგიონული ინიციატივა" (LGRI) - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" და მხარდაჭერილია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ.
წყარო: „სიდას" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)