კახეთი. სოფელ კისისხევში, თელავში, პროექტ „კარგი სახლის" პრეზენტაცია 9 ნოემბერს გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის სახელმწიფო მიგრაციის ფონდი (CIM), ჰამბურგში არსებული საზოგადოება „ლილე".
,,კარგი სახლის" პროექტები აქცენტს აკეთებს განათლებაზე და მოიცავს სხვადასხვა საკითხს: კულტურა, ტურიზმი, სოციალური მდგომარეობა, ეკოლოგია, ხელოსნობა, ეკონომიკა და ა.შ.:
„კარგი სახლის" არსი მდგომარეობს სოფლის რევიტალიზაციის მცდელობაში და ეყრდნობა მოსახლეობასთან თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობას. ხოლო მიზანი სოფლის განვითარება და მოსახლეობას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა", - აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი მარიკა ბურკი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კისისხეველთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.