en
ge

სიმულაციური დებატები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

თბილისი. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ სიმულაციური დებატები გაიმართა. ერთი მოდებატე გუნდი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს და შესაბამისი არგუმენტებით ცდილობდა რეზოლუციის გატანას, მეორე გუნდმა კი - საწინააღმდეგო პოზიცია განავითარა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით და ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. დებატები კარლ პოპერის ფორმატით გაიმართა. მასში თბილისის სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული გუნდი 22 ნოემბერს გამოვლინდება.
წყარო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)